пятница, 20 декабря 2013 г.

მერვე მოდულის რეფლექსია:   ვიმსჯელოთ პროექტის ჩვენების დადებით მხარეზე უნდა ვიფიქროთ, როგორ მოვაწყოთ პროექტის ჩვენება ჩვენს კლასში.
   შესაძლებელია მშობლების მოწვევა, წარვადგინოთ ჩვენი  ნამუშევრები, რათა მივიღოთ ობიექტური უკუკავშირი დამსწრეთაგან.
     მოსწავლეთა ნამუშევრების ჩვენებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ:
    ·  მცირე ჯგუფები: შექმენით ოთხ-ხუთ კაციანი ჯგუფები, მოსწავლეებს მიეცით შესაძლებლობა, თავიანთი ნამუშევარი წარმოადგინონ პატარა ჯგუფში, სადაც მსმენელები გაუზიარებენ თავიანთ უკუკავშირს.
·  როტაციის პრინციპი: მოსწავლეების ნახევარი დგება თავიანთ კომპიუტერებთან, მეორე ნახევარი და სხვა სტუმრები გადაადგილდებიან ერთიდან მეორე კომპიუტერთან და აფასებენ თითოეულ მოსწავლეს. აქტივობა დაასრულეთ ჯგუფური დისკუსიით.
·  მთლიანი ჯგუფი: თითოეული მოსწავლე იყენებს პროექტორს და თავისი ნამუშევრის პრეზენტაციას აკეთებს კლასის წინაშე. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ გამოყავით დრო კითხვა-პასუხისთვის. წინასწარ შექმენით შეფასების ჯგუფი კლასში, რომელიც პროექტის მიმდინარეობისას გამოყენებულ რუბრიკებზე დაყრდნობით გააკეთებს უკუკავშირს პრეზენტაციაზე.
·  დაწყვილდი და გაუზიარე: დაწყვილების რომელიმე მეთოდის გამოყენებით, დააწყვილეთ მოსწავლეები. წყვილში მუშაობის შემდეგ წარმართეთ ჯგუფური დისკუსია. გადახედეთ შემდეგ დოკუმენტს აქტივობები მოსწავლეების დასაწყვილებლად, რომელიც განთავსებულია რესურსების ბმულის ქვეშ ფასილიტაცია/ფასილიტაციის მასალები.
·  ვირტუალური დემონსტრირება: მოსწავლეები ატვირთავენ თავიანთ ნამუშევრებს ვიკის ან ბლოგის გვერდზე. თანაკლასელები გაეცნობიან და უკუკავშირს მისცემენ ერთმანეთის ნამუშევრებს; შეფასების შევსებულ ფორმებს ატვირთავენ ავტორის ვიკის ან ბლოგის გვერდზე, ან შექმნიან ვიკის შიდა გვერდებს კომენტარებისთვის, ან დაამატებენ კომენტარებს ვიკის არსებული გვერდზე
  პორტფოლიოს ჩვენების  მიზანია შექმნილი ნამუშევრების გაზიარება. პორტფოლიო კლასთან კლასთან გაზიარების რეაისტურ ფორმას წარმოადგენს, გაეცნობიან თითოელი ემდეგ განიხილავენ მთლიან ჯგუფში.
   შეფასებითი კომენტარები უფრო სასარგებლო და კონსტრუქციული იქნება.
  თუ რომელიმე მონაწილეს არ დაუსრულებია პროექტის პორტფოლიოზე მუშაობა, მაინც უნდა შევაფასოთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий