მეშვიდე მოდულის რეფლექსია:მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისას მასწავლებელს
ნაკლები დრო ეხარჯება ინფორმაციის გადაცემაზე, ამიტომ მეტი ორგანიზებულობა და შემოქმედობითობა მოეთხოვება, რათა დარწმუნდეს,
რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა საკითხი. მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე
მასწავლებელი უსმენს მოსწავლეებს, აკვირდება მათ მუშაობას და სასწავლო პროცესის
შესაბამისობას მიზნებთან.
მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე მასწავლებელი-ფასილიტატორი რესურსებს
ისე უკეთებს ორგანიზებას, რომ სწორი
მიმართულება მისცეს მოსწავლეებს და
ასწავლოს მათ, თუ როგორ ისწავლონ. ქვემოთ
მოცემული სწავლების სტრატეგიები სწორედ
მოსწავლეზე ორიენტირებულ გაკვეთილზე გამოიყენება:
●მცირე
ჯგუფში განსახორციელებელი აქტივობები, როგორიცაა გრაფიკული ორგანაიზერის შექმნა,
როლური თამაში, დრამატული სცენარების დადგმა, ეხმარება მოსწავლეებს ძირითადი
კონცებციების კარგად გაგებაში.
●პროექტების განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება და
დემონსტრირება მოსწავლეებს ახალი უნარ-ჩვევების რეალურ კონტექსტში სწავლის შესაძლებლობას
აძლევს.
●დამატებითი აქტივობები და უნარების
განვითარება,რომლებიც განმავითარებელი შეფასების შედეგებს ეფუძნება, სასწავლო
პროექტის შინაარსში და უნარ-ჩვევების სწავლებისას წამოჭრილი სირთულეების დაძლევას
უწყობს ხელს.
Комментариев нет:
Отправить комментарий